ვისკის შესახებ არსებობს სტერეოტიპული წარმოდგენა, რომ იგი არის იდეალური მხოლოდ კლასიკური სახით. თუმცა სწორად შერეული ვისკი ასევე ქმნის სრულყოფილ საზაფხულო სასმელს სანაპიროზე ან თუნდაც აუზზე დასვენებისას. ჯიმ ბიმი გვაძლევს საშუალებას, რომ შევქმნათ იდეალური კოქტეილი.
THE WHISKEY SOUR არის კლასიკური კოქტეილი, რომელიც მზადდება ვისკით, ლიმონის წვენითა და ცოტა სიროფით ან შაქრით. ზოგი მას კრემისებურად მიირთმევს დაუმუშავებელი კვერცხის ცილის დამატებით.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
შეურიეთ ჯიმ ბიმი, ლიმონის წვენი, სიროფი და კვერცხის ცილა.
თუ კვერცხის ცილას დაუმატებთ, შეანჯღრიეთ (ყინულის გარეშე) 30 წამის განმავლობაში, რათა დაიშალოს კვერცხის ცილა და მიიღოთ თეთრი ლამაზი და ქაფიანი მასა. შემდეგ, დაამატეთ ყინული შეიკერის ჭიქაში და კვლავ შეანჯღრიეთ სანამ კარგად არ გაცივდება. გადაწურეთ ჭიქაში. გააფორმეთ სურვილისამებრ და მიირთვით.
THE MINT JULEP
ეს არის ტკბილი, პიტნისფერი, გლუვი და გამაგრილებელი სასმელი. იგი მთელს აშშ-ში გავრცელდა, როგორც ერთგვარი ამერიკული სტილის მოხიტო. ჯიმ ბიმ დაბლ ოაკ (Jim Beam Double Oak) ორჯერ ძველდება ორ განცალკევებულ მუხის კასრში კიდევ უფრო მდიდარი გემოსთვის.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
დაიწყეთ პიტნის ფოთლების და შაქრის ან სიროფის კოქტეილის ჭიქაში მოთავსებით. კარგად აურიეთ, რომ შაქარი გაიხსნას და ასევე გამოუშვას პიტნის ზეთი და არომატი. დაამატეთ ჯიმ ბიმ დაბლ ოაკ (Jim Beam Double Oak), შემდეგ დაამატეთ დამსხვრეული ყინული. კარგად აურიეთ. მორთეთ თქვენი პიტნის ლერწეებით და შემდეგ მიირთვით.
THE ALGONQUIN COCKTAIL
არის უგემრიელესი, ტროპიკული ვისკის მარტინი, რომელიც მზადდება ანანასითა და ტკბილი ვერმუტით.
ALGONQUIN-ს სახელი ეწოდა ნიუ-იორკში მდებარე სასტუმრო ALGONQUIN-ის საპატივცემულოდ, სადაც მე-20 საუკუნის დასაწყისის ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები დადიოდნენ.
თუ გიყვართ ხილის, ტკბილი კოქტეილები, მაშინ არჩევანი ამაზე უნდა შეაჩეროთ. შემატეთ კიდევ უფრო მეტი ხილის არომატი ჯიმ ბიმ ეფლის (JIM BEAM APPLE) გამოყენებით.
ALGONQUIN-ის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
უბრალოდ დაასხით თქვენი ჯიმ ბიმ ეფლ (JIM BEAM APPLE), მშრალი ვერმუტი და ანანასის წვენი კოქტეილის შეიკერში ყინულით და კარგად შეანჯღრიეთ. გადაწურეთ მარტინის ჭიქაში.
სტატიის ავტორი Alcoshop.ge, 2022-06-08