alco

Bourbon vs Whisky

ალკოჰოლის სამყაროში თითზე ჩამოსათვლელია ისეთი სასმელების რაოდენობა, რომლებიც ისეთ დიდ დავასა და ინტრიგას იწვევს, როგორც ბურბონისა და კლასიკური ვისკის შედარება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანს, ერთი შეხედვით, საერთო წარსული და მემკვიდრეობა გააჩნია, მაინც არსებობს გარკვეული მახასიათებლები, რომლებიც მათ ერთმანეთისგან განასხვავებს. მოდი ერთად ამოვხსნათ ეს ამოცანა და ვნახოთ, მაინც რა განსხვავებაა ბურბონსა და ვისკის შორის. ვისკიც და ბურბონიც, ორივე მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს ითვლის, თუმცა ისინი მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში შეიქმნა. ბურბონი - ამერიკის სიამაყე, ძირითადად სიმინდისგან მზადდება და დაძველებულია მუხის კასრებში. ამავდროულად ვისკი -  შოტლანდიის სავიზიტო ბარათია და შეიცავს სხვადასხვა სახის მარცვლეულს, როგორიცაა: ალაო, ქერი, ხორბალი და სხვა. ასევე მნიშნველოვანი განმასხვავებელი ფაქტორი არის დაძველება. ბურბონი უნდა დაძველდეს მუხის ახალ კასრებში, რაც მას შესამჩნევ კარამელიზებულ არომატს აძლევს. მეორეს მხრივ, ვისკი ძველდება სხვადასხვა ტიპის კასრებში, მათ შორის ისეთშიც, რომელშიც აქამდე ბურბონი დაძველდა, ეს კი ვისკის სძენს უფრო მეტ მრავალფეროვნებას. როგორ ზემოთ ვახსენეთ ორივე სასმელს განსაკუთერებულ გემოებს სძენს ინგრედიენტები და დაძველების ტრადიცია, რომელიც დღემდე ნარჩუნდება. ბურბონს აქვს ტკბილი კარამელისა და ვანილის არომატები, რა თქმა უნდა, მუხის გემოსთან ერთად. ამის საპასუხოდ, ვისკის გააჩნია უფრო მრავალფეროვანი არომატები და ისინი წმინდად დამოკიდებულია რეგიონსა და დისტილაციის ტექნიკაზე. ადგილმდებარეობა, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ვისკისა და ბურბონის საბოლოო ეტაპამდე მიყვანაში. ბურბონი იწარმოება ამერიკაში, უმეტესად კენტუკის შტატში, სადაც ზომიერი კლიმატური პირობები და კირქვით გაფილტრული წყალი ქმნის იდეალურ გარემოს ამ დიდებული სასმლის წარმოებისთვის. თუმცა, მიუხედავად იმისა რომ უმეტესად ვისკის სამშობლოდ შოტლანდიას აღიარებენ, აღსანიშნავია რომ იგი იწარმოება ირლანდიასა და იაპონიაშიც და თითოეული რეგიონი მას სძენს თავის უნიკალურობას. ალკოჰოლური სასმელების სამყაროში ბურბონი და ვისკი ერთდროულად იზიარებენ ტრადიციებსა და ინოვაციებს, რაც მათ სპირტიანი სასმელების კატეგორიაში მსოფლიოში პირველობას ანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი განსხვავებაა (რეგიონი, დაძველების ტრადიცია და სხვ.) ამ ორ სასმელს შორის, ორივე მათგანს მაინც ახასიათებს ერთი ძირითადი ხაზი, რომლის მიხედვითაც იქმნება ეს სასმელი. შესაძლოა ბურბონის ტკბილი არომატები უფრო მოგწონთ ან ვისკის კვამლიანი და მრავალფეროვანი გემოები, თუმცა ერთი რამ ნამდვილად ცხადია - მათი მოკვლევა და დაგემოვნება ისეთივე საინტერსო და მრავალფეროვანია, როგორც თავად ამ ორი სასმლის ისტორია. დანარჩენი კი, თქვენთვის მოგვინდია.  
სრულად ნახვა

ერთად მოვემზადოთ შავი პარასკევისთვის

შავი პარასკევი - დღე, რომელიც აერთიანებს დიდებულ ფასდაკლებებსა და  უამრავი ალკოჰოლური სასმლის აღმოჩენის საშუალებას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ალკოშოპში, სადაც ჩვენ მოგიყვებით ლეგენდებსა და ტრადიციებს, რომლებიც აქცევს შავ პარასკევს დიდ დღესასწაულად.   ცოტა რამ შავი პარასკევის შესახებ: მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს, ამერიკაში, მე-19 საუკუნიდან აღნიშნავენ, ტერმინი "შავი პარასკევი", პირველად, მე-20 საუკუნის შუა ხანებში ფილადელფიაში გამოჩნდა. სახელი უკავშირდება ქუჩებში მძიმე საცალფეხო და სატრანსპორტო მოძრაობას, რომელიც მადლიერების დღის მეორე დღეს შეინიშნებოდა. ზოგიერთი ადამიანი შავ პარასაკევს უკავშირებს მხოლოდ ტექნიკასთან დაკავშირებულ ფასდაკლებებს, არადა, რეალურად, ეს დღე პრემიუმ ალკოჰოლურ სასმელებზე ექსკლუზიურ ფასდაკლებებს გვპირდება. წარმოიდგინეთ მრავალფეროვანი ვისკის, დაძველებული ღვინისა და სხვა უამრავი სასმლის არჩევანი, რომელიც თქვენს კოლექციას ახალ სიმაღლეებზე აიყვანს.   პარასკევის საღამო პარასკევი ხომ ის დღეა, როცა საღამოს ყველა გართობას და დამღლელი კვირის შემდეგ განტვირთვას ვგეგმავთ ხოლმე. წარმოვიდგინოთ როგორ ვიწყებთ პარასკევს, დილიდან მრავალფეროვანი სასმელების არჩევით, კიდევ უფრო მეტი ფასდაკლებებით. ბოლოს კი,როგორ აღვნიშნავთ ამ დღეს ახლობლებთან. მოდი ალკოშოპთან ერთად შევქმნათ იდეალური შავი პარასკევი, დაბალი ფასებითა და ალკოჰოლის მრავალფეროვანი არჩევანით, დაწყებული ღვინის ხავერდოვანი გემოებიდან დასრულებული ვისკის სასიამოვნო არომატებით.
სრულად ნახვა

ცოტა რამ ლუდის ჩამოსხმისა და დალევის შესახებ

ღვინისგან განსხვავებით ლუდი თითქოს უფრო კომპლექსურია, რადგან მისი დალევა სხვადასხვა ჭურჭლიდან ძალიან მნიშვნელოვანია გემოებისთვის. ლუდს ცოტა მეტი ელფერი სჭირდება, რომ ზუსტად გამოავლინოს მისი ყველა არომატი. თუ გსურთ რომ მაქსიმალური სიზუსტით მიიღოთ ლუდის ყველა არომატი, ამისთვის პირველი ნაბიჯი არის სწორი მინის ჭურჭლის შერჩევა. მოდით განვიხილოთ რამდენიმე ვარიანტი:   PILSNER GLASS მსგავსი ჭიქისთვის მიზანშეწონილია: მსუბუქი ლაგერები, პილსნერები, მსუბუქი ხორბლის ლუდები, ამერიკული ფერმკრთალი ლაგერები. როგორ უნდა ჩამოასხათ: Pilsner-ის შუშის მაღალი შეკუმშული დიზაინი, რომელსაც აქვს ფართო დაბოლოება, უზრუნველყოს, რომ ლუდის დახვეწილი არომატები გამოკვეთოს წინა პლანზე და ლუდს აერაციის საშუალება მისცეს. მსგავს ჭურჭელში, ლუდის სწორად დასხმა ნიშნავს, რომ მას აუცილებლად ექნება ცოტაოდენი ქაფი ზემოდან. თუ ოდესმე გიგრძვნიათ, რომ მსგავსი ჭურჭლის გამოყენებისას, ბარმენი ცდილობს გააკეთოს ლუდის ეკონომია და ამიტომ მას მეტი ქაფი აქვს - ვფიქრობთ ასე ნამდვილად არარის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს ყოველთვის თქვენს სასიკეთოდ ხდება. კლასიკურ შემთხვევაში, თქვენ უნდა დაიწყოთ ჩამოსხმა 45 გრადუსიანი კუთხით. მნიშვნელოვანია ბოთლსა და ჭიქას შორის გარკვეული ინტერვალის დაჭერა, რაც მეტი ჰაერი მოხვდება ჩამოსხმის ეტაპზე ლუდს, მით უკეთესი. როდესაც ლუდი ჭიქის ნახევარს მიაღწევს, ნელ-ნელა დაიწყეთ ჭიქის გასწორება და განაგრძეთ ნელა და პირდაპირ ჩამოსხმა.   GLASS STYLE: PILSNER GLASS საუკეთესოა ამ სტილისთვის: ორმაგი/იმპერიული IPA-ები, ბელგიური ფერმკრთალი ALES, ორმაგი APAs, Saisons, Flanders Red Ales (sours), Belgian Strong Ales და Lambics. როგორ უნდა დაასხათ: ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სტილის მინის ჭურჭელია ლუდის სწორად ჩამოსხმისთვის. ჭიქის ფორმა უზრუნველყოფს ფართო ზედაპირს სათანადო აერაციისთვის. თუ იცით, რომ ემზადებით ძლიერი Ales დასასხმელად, ეს ჭიქა იდეალური გამოსავალია. მნიშვნელოვანია, რომ არ არის საჭირო ჭიქის დახრა. ბოთლი მყარად დაიჭირეთ და ჩაასხით პირდაპირ ჭიქაში ნელა. როცა ბოთლში ლუდის დაახლოებით მესამედი დარჩება, შეწყვიტეთ დასხმა. გააჩერეთ ლუდი ჭიქაში ერთი წუთით, და ბოთლში დარჩენილი ლუდი, ხელში რამდენჯერმე დაატრიალეთ. ასეთი სტილის ლუდებს, თითქმის ყოველთვის აქვს არომატების უმეტესი ნაწილი დაგროვებული ბოლოში, ამიტომ მნიშვნელოვანია ბოლომდე ჩამოისხას ჭიქაში. CHALICE საუკეთესოა ამ სტილისთვის: ბელგიური ძლიერი Ales, ბელგიური მჟავე Ales, ბელგიური ფერმკრთალი Ales, ტრიპელები, კვადრუპელი და დუბლები. როგორ დავასხათ: თუ ბევრი ადგილი არ გაქვთ სხვადასხვა სახის ჭურჭლის შესანახად, შეგიძლიათ ამ სახის ჭურჭელი გამოიყენოთ, რომელიც რეალურად სხვადასხვა ჭიქებისთვის დამახასიათებელ ფუნქციებს აერთიანებს. განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ TULIP GLASS უფრო მეტ არომატს ინარჩუნებს, ხოლო CHALICE ნამდვილად საუკეთესოა Dark Ales ტიპის სასმლისთვის - საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საჭირო ჭიქაა.    
სრულად ნახვა

რამდენად სასარგებლო ან საზიანოა ლუდი?

თუ ითვლით კალორიებს და გსურთ რამდენიმე კილოგრამის დაკლება, შეიძლება ფიქრობთ, რომ ლუდზე უარი უნდა თქვათ. ლუდი, როგორც წესი, არის მძიმე და ნახშირწყლებით სავსე.  თუმცა, არსებობს მსუბუქი, დაბალკალორიული ლუდის ფართო არჩევანი, რომელიც შეიძლება იყოს ისეთივე კარგი, როგორიც თქვენი რჩეული ლუდია. ნამდვილად შეგიძლიათ მიირთვათ თქვენი საყვარელი ლუდი ზომიერად. უბრალოდ უნდა ნახოთ მათი კალორიული შემცველობა, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ ლუდით თქვენი ყოველდღიური კალორიული მიზნების ფარგლებში. მოდით გადავხედოთ კალორიების საშუალო რაოდენობას ლუდის ბოთლში და გავეცნოთ სხვადასხვა სასარგებლო თვისებებს ჯანმრთელობისთვის, რომელიც ლუდს გააჩნია. ასევე დავამსხვრიოთ სტერეოტიპი, რომ ლუდი მავნებელია და მასზე უარის თქმა აუცილებელია, როგორც წონაში კლებისთვის, ასევე ჯანმრთელობისთვის.   რამდენი კალორიაა საშუალოდ ლუდში? ლუდის ბოთლში კალორიები დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, როგორიცაა ბრენდი, სტილი და ალკოჰოლის შემცველობა. 1 ბოთლი (0.5 ლ) ლუდი, საშუალოდ შეიცავს დაახლოებით 150 კალორიას, ხოლო მსუბუქი ლუდი იქნება 50-დან 100 კალორიამდე. ლუდი მზადდება მარცვლეულის მოხარშვისა და საფუარით დუღილის შედეგად. საფუარი იღებს მარცვლეულის შაქარს და სახამებელს, და გარდაქმნის მათ ალკოჰოლად. ლუდში შემავალი კალორიები მოდის როგორც ალკოჰოლიდან, ასევე დაუდუღებელი მარცვლეულის ნახშირწყლებიდან. ამიტომ სუფთა ალკოჰოლი, ისევე როგორც არაყი, უფრო კალორიულია. საშუალო ლუდის კალორიული შემცველობის მთავარი მაჩვენებელი ალკოჰოლის შემცველობაა. იგი მითითებული იქნება ეტიკეტზე, ზოგჯერ შემოკლებით ABV%. საშუალოდ, არის დაახლოებით 5% ABV. თუმცა, ლუდი მეტი ალკოჰოლით, შეიცავს ბევრ კალორიას, ხოლო მსუბუქი ლუდი, რომელიც შეიცავს ნაკლებ ალკოჰოლს, უფრო დაბალი იქნება კალორიული მაჩვენებლებით.   რამდენად სასარგებლო ან საზიანოა ლუდი? ბოლო წლების კვლევებმა აჩვენა, რომ ზომიერი რაოდენობით ღვინის მოხმარება შეიძლება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს. ამ მოსაზრებამ ხალხი დააფიქრა, შეიძლება თუ არა მსგავსი სარგებელი მოგვიტანოს ლუდმა. ხშირად ლუდს მოიხსენიებენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე კალორიულ ალკოჰოლურ სასმელად და ამის გამო უარყოფითად აფასებენ. მიუხედავად ამისა, ის შეიცავს საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს. ჩვეულებრივი და მსუბუქი ლუდი შეიცავს ნიაცინს, რიბოფლავინს, ქოლინს, ფოლიუმის მჟავას, მაგნიუმს, ფოსფორს, სელენს, ვიტამინ B12-ს და პანტოტენის თუმცა, არასოდეს გამოიყენოთ ლუდი, როგორც ერთადერთი შემცვლელი, რადგან ლუდის რეკომენდებულ რაოდენობაზე ბევრად მეტის დალევა მოგიწევთ ყოველდღიურად, რათა მიიღოთ ყოველდღიურობისთვის საჭირო ვიტამინები და მინერალები. მსუბუქი და ზომიერი რაოდენობით ლუდის დალევა ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე საზიანო. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარგებლიანობა მოდის გულზე. გულის დაავადება არის სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზი შეერთებულ შტატებში და ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ლუდის ზომიერი მიღება საგრძნობლად ამცირებს გულის დაავადების რისკებს. თორმეტ კვირიან კვლევაში 36 ჭარბწონიან ზრდასრულზე, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ დღეში ერთი ან ორი ბოთლი ლუდის მოხმარება აუმჯობესებს HDL-ის, ანუ  ქოლესტერინის ანტიოქსიდანტურ თვისებებს და ორგანიზმს აძლევს უნარს, დაწვას ქოლესტერინი. ასევე კვლევამ აჩვენა, რომ ლუდის ზომიერად მიღებას შეუძლია შეამციროს გულის დაავადებების რისკი ისევე, როგორც ღვინის შემთხვევაში.   ცოტა რამ, ზოგადად ალკოჰოლის შესახებ ზოგიერთმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მსუბუქი და ზომიერი ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გააუმჯობესოს სისხლში შაქრის კონტროლი, რაც აუცილებელია დიაბეტით დაავადებულთათვის. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ მსუბუქი ალკოჰოლის მოხმარება ამცირებს ინსულინის რეზისტენტობას, რაც დიდი რისკის ფაქტორია დიაბეტისთვის. კიდევ ერთმა დიდმა კვლევამ აჩვენა, რომ ალკოჰოლის ზომიერი მიღება ასოცირდება დიაბეტის რისკის შემცირებასთან 43%-ით მამაკაცებში და 58%-ით ქალებში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პოტენციური სარგებელი დაკავშირებულია მხოლოდ მსუბუქად და ზომიერად ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, ანუ დღეში ერთ ან ორ ბოთლ ლუდთან ან 1-2 ჭიქა ღვინოსთან. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ყოველთვის ზიანს აყენებს ორგანიზმს.   რამდენად უწყობს ხელს ლუდი წონის კლებას? თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ყველაფერი ზომიერად და მაინც დაიკლოთ წონაში. ყოველდღე, თქვენი სხეული წვავს კალორიების გარკვეულ რაოდენობას, მაშინაც კი, თუ არ ვარჯიშობთ. ეს დამწვარი კალორიები მოდის ყოველდღიური საქმიანობიდან, როგორიცაა სიარული, დგომა, სუნთქვაც კი. ლუდის დალევასთან დაკავშირებული რამდენიმე ფაქტორია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წონის მომატება. უპირველეს ყოვლისა, თქვენი ორგანიზმი ეთანოლს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ალკოჰოლი, აღიქვამს, როგორც ტოქსინი, ასე რომ, ის აქტიურად მუშაობს ალკოჰოლის რაც შეიძლება მალე მოშორებაზე. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ორგანიზმი პრიორიტეტს მიანიჭებს ალკოჰოლის გადამუშავებას. კიდევ ერთი, ნაკლებად მეცნიერული, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ხშირად წონის მატება დამოკიდებულია არა ლუდზე, არამედ იმ საკვებზე, რომელსაც ვიღებთ ლუდის სმასთან ერთად. ალკოჰოლს შეუძლია გავლენა მოახდინოს ორგანიზმზე, რაც იწვევს საკვების უფრო მეტი რაოდენობიღ მიღებას, ვიდრე ფხიზელ მდგომარეობაში. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ეს ყველაფერი ზომიერად დალევით. ერთი ან ორი ბოთლი ლუდის მიღება არ შეაფერხებს თქვენს კლების პროცესს მანამ, სანამ მათ ანგარიშობთ თქვენს ყოველდღიურ კალორიულ მიღებაში. მნიშვნელოვანია თვალი ადევნოთ კალორიებს ლუდის დალევისას. თუ ამ ყველაფერს აკონტროლებთ, შეგიძლიათ თავისუფლად მიირთვათ თქვენი საყვარელი ლუდი.   შეგიძლიათ იხილოთ ლუდის მრავალფეროვანი არჩევანი alcoshop.ge-ზე: www.alcoshop.ge/categories/beer
სრულად ნახვა

ის, რაც უნდა ვიცოდეთ ჯინის შესახებ

თუ ჯინისა და ტონიკის მოყვარული ხართ, ალბათ, საათობით შეძლებთ დაიცვათ ჯინის ყველა ღირსება. მაგრამ რა იცით რეალურად ჯინის შესახებ, გარდა იმისა, რომ კარგი გემო აქვს? -  საიდან მოდის, როგორ მზადდება და ა.შ ჯინი წარმოუდგენლად საინტერესო, რთული სასმელია მომხიბლავი ისტორიით. იგი ბევრს უყვარს, მაგრამ ძალიან ცოტამ იცის ამის შესახებ.   რა არის ჯინი? ჯინი არის გამჭვირვალე სპირტიანი სასმელი, რომელიც მზადდება მარცვლეულისგან, ჩვეულებრივ, ქერის ან სიმინდისგან. ჯინიც არყის მსგავსად მზადდება. ფაქტობრივად, ჯინისა და არყის დამზადების პროცესები არსებითად იდენტურია ერთ მნიშვნელოვან ეტაპამდე. ჯინის გამოხდა მაშინ სრულდება, როდესაც მასში ირევა მცენარეული და სხვა უნიკალური ინგრედიენტები, რომელიც ქმნის მიზანმიმართულად არომატულ სპირტს. ბრენდების მიხედვით განსხვავებულია ჯინის გემოები. უმეტესობას მოსწონს ღვია (კვიპაროზისებრთა მცენარე) , როგორც ყველაზე გამორჩეული და სასიამოვნო არომატის მქონე. ღვიის გემო ძალიან სასიამოვნო და ყვავილოვანია და აქვს დამაჯერებელი, ხისა და ფიჭვის არომატი. ჯინს, ზოგადად, არ აქვს მკაცრი კანონები, რომლებშიც მოიაზრება, რომ მისი წარმოება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისად შერჩეულ ადგილას, ამიტომ იგი მზადდება მთელ მსოფლიოში. თუმცა, არსებობს 13 კონკრეტული ტიპის ჯინი, რომელიც უნდა დამზადდეს სპეციალურად შერჩეულ ადგილებში. ჯინის დიდი ნაწილი იწარმოება დიდ ბრიტანეთში. ასევე, აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდები ისტორიის მანძილზე დიდი ჯინის მწარმოებელი იყო.   ჯინის ისტორია ჯინი სათავეს იღებს მე-16 საუკუნის ნიდერლანდებში, როდესაც იქაურებმა დაიწყეს Genever-ის ლიქიორის წარმოება სამკურნალო მიზნებისთვის. ალკოჰოლური სასმელები ხშირად გამოიყენებოდა, როგორც წამალი მთელი ისტორიის განმავლობაში, მაგრამ, როგორც წესი, ისინი ჯერ დასალევად იყო შემუშავებული, შემდეგ გამოიყენებოდა სამედიცინო მიზნებისთვის და არა პირიქით. Genever სპეციალურად შეიქმნა ნიდერლანდელების მიერ, როგორც წამალი. Genever არის ალაოს ქერის ღვინოზე დაფუძნებული სპირტი და როდესაც ის პირველად შეიქმნა, მას საკმაოდ ცუდი გემო ჰქონდა. შემდეგ მიქსს დაემატა ღვია, რათა მკვეთრი გემო გაენეიტრალებინა. ღვია შერწყმულია ალკოჰოლთან და გამოიყენებოდა სამკურნალო პროგრამებში ბევრად ადრე, ვიდრე ამას ნიდერლანდელები გააკეთებდნენ მე-16 საუკუნეში. 70 - იან წელს ბერძენმა ექიმმა, სახელად პედანიუს დიოსკორიდესმა, გამოაქვეყნა ხუთტომიანი ენციკლოპედია მცენარეული მედიცინის შესახებ. ამ ენციკლოპედიაში დიოსკორიდი დეტალურად აღწერს ღვინოში გაჟღენთილი ღვიის კენკრის მნიშვნელობას გულმკერდის დაავადებებთან საბრძოლველად. 1055 წელს ბენედიქტელმა ბერებმა სოლერნოდან (იტალია) შექმნეს ღვიის კენკრით გაჟღენთილი მატონიზირებელი ღვინის რეცეპტი. ასე რომ, გამოდის, რომ ნიდერლანდელების იდეა არც ისე ორიგინალური იყო.   როგორ მზადდება ჯინი? ჯინის დამზადების ძირითადი პროცესი იწყება სუფთა ალკოჰოლის ან ეთანოლის ბაზის სპირტიდან. შემდეგ, ეთანოლი ხელახლა გამოიხდება ღვიის კენკრით და სხვა ბოტანიკური საშუალებებით. ბოტანიკური ნივთიერებები ანიჭებს ალკოჰოლს უკეთეს არომატს, რაც ჯინს აძლევს მცენარეულ, ყვავილოვან ნოტებს. არსებობს სამი ძირითადი ტექნიკა, რომელსაც დისტილერები იყენებენ მცენარეული ნივთიერებების ეთანოლში შერევისას.   რა განსხვავებაა ჯინის სხვადასხვა სახეობებს შორის? ჯინის ბევრი სხვადასხვა სახეობა არსებობს, რომელიც მზადდება მთელ მსოფლიოში. ზოგი უფრო მცენარეული და მწარეა, ზოგი კი ბევრად უფრო რბილია. თითოეული სახეობა გთავაზობთ უნიკალურ გემოს და არომატს.   London Dry Gin London Dry Gin, რა თქმა უნდა, იქმნება ლონდონში. თუმცა, ყველა London Dry ჯინი არ არის დამზადებული ინგლისში. London Dry არის სტილი, რომელიც ახლა იწარმოება მთელ მსოფლიოში. ეს ის სტილია, რომელიც უემეტესობას ახსენდება, როდესაც ჯინზე საუბრობს. ღვია, როგორც წესი, ყველაზე გამორჩეული მცენარეული საშუალებაა, ციტრუსის, ანგელოზის ფესვისა და ქინძის ტონებით. სახელი ,,მშრალი“ ნიშნავს, რომ არ არის დამატებული ხელოვნური არომატიზატორი და ყველა არომატი ბუნებრივად წარმოიქმნება მცენარეების მიერ.   PLYMOUTH ლონდონის მშრალი ჯინის უფრო მსგავსი, თუმცა უფრო ნაზი. Plymouth ჯინი მზადდება მხოლოდ ერთი დისტილერიის მიერ სამხრეთ ინგლისში. Plymouth Gin Distillery არის ერთ-ერთი უძველესი დისტილერია დიდ ბრიტანეთში და ის ერთადერთია, რომელსაც აქვს უფლება, გააკეთოს Plymouth ჯინი. რაც შეეხება გემოს, Plymouth ჯინი უფრო მშრალია ვიდრე London Dry და უფრო ციტრუსოვანი ვიდრე მხოლოდ ღვიის ნაზავით. თქვენ შეგიძლიათ შეამჩნიოთ უფრო მრავალფეროვანი გემოები მათი შვიდი მცენარეული ნაზავისგან. მათ შორის ღვიის, ქინძის თესლი, გამხმარი ტკბილი ფორთოხლის კანი, კარდამონი, ანჯელიკას ფესვი და ბაზის ფესვი. უნდა აღინიშნოს, რომ Plymouth Distillery ასევე აწარმოებს Navy Strength Gin-ს, რომელიც არის 57% ABV და ხასიათითა და გემოთი ბევრად უფრო ახლოსაა London Dry-თან.   Old Tom Gin ძველი ტომი უფრო ძველი ჯინის სტილია, მდიდარი და ციტრუსოვანი სიტკბოთი. ძველი ტომ ჯინი დიდი პოპულარობით სარგებლობდა მე-17 საუკუნის ლონდონში. იგი ცნობილი გახდა, როგორც აბაზანის ჯინი, რადგან ხალხი რეალურად ამზადებდა მას აბანოებში. ხალხმა დაამატა ისეთი რამ, როგორიცაა ძირტკბილა ან სხვა დამატკბობელი საშუალებები, რათა გაეხადათ ჯინი უფრო ტკბილი და დაეფარათ ნებისმიერი უსიამოვნო არომატი. ძველი ტომ ჯინი აბანოებში აღარ მზადდება. ეს არის ჯინის ელეგანტური სტილი დელიკატური სიტკბოთი, რომელიც, როგორც წესი, გამოხდის პროცესში ძირტკბილისგან მოდის. Old Tom უფრო მდიდარია გემოთი, ვიდრე London Dry ჯინი და კარგად მიდის სხვადასხვა კლასიკურ კოქტეილებში, როგორიცაა Tom Collins.   GENEVER Genever ზოგჯერ ჯინის ბაბუას უწოდებენ. ჯინი წარმოიშვა გენვერიდან, რომელიც შეიქმნა მე-16 საუკუნეში ჰოლანდიაში. Genever -ს უფრო ძლიერი გემო აქვს, ვიდრე კლასიკურ ჯინს უნდა ჰქონდეს, რადგან ჟენევერის ფუძის მარცვლები ალაოსებრია, ვისკის მსგავსი. Genever არომატიზებულია ღვიითა და სხვა ბოტანიკური საშუალებებით, მაგრამ უფრო მცირე რაოდენობით, ვიდრე ჯინი. Genever წარმოუდგენლად მდიდარია გემოთი და შესანიშნავად მიდის კოქტეილებში, როგორიცაა Gin Old Fashioned ან ნებისმიერი სხვა ტკბილი ვერმუტი.    
სრულად ნახვა

5 საუკეთესო არაყი

არაყი ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი ალკოჰოლია. მისი შეზავება შესაძლებელია ბევრ სხვადასხვა სასმელში. 2021 წელს ამერიკაში, 78 მილიონზე მეტი არყის ბოთლი გაიყიდა, რამაც 7.3 მილიარდი დოლარის შემოსავალი გამოიმუშავა. მოდით გადავხედოთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც უნდა გვახსოვდეს არყის ყიდვისას და ასევე გაგიზიარებთ არყის საუკეთესო ბრენდებს ბაზარზე.   რა უნდა ვეძებოთ არყის ბოთლში არაყი მზადდება ორი ძირითადი ინგრედიენტისგან: წყლისა და ხორბლისგან. თუმცა, ტექნიკურად შეიძლება დამზადდეს სხვა მცენარისგან, როგორიცაა კარტოფილი. მაგრამ ხორბალი, არის ის, რასაც ყველაზე ხშირად იყენებენ. არყის ხარისხიც ძირითადად გამოყენებული ხორბლის ხარისხზეა დამოკიდებული. როდესაც ეძებენ ხორბალს არყის დასამზადებლად, დისტილატორები ეძებენ სახამებლისა და ცილის სრულყოფილ ბალანსს. ზამთრის ხორბლით დამზადებული არაყი, როგორც წესი, უფრო ხარისხიანია, რადგან მწარმოებელს საშუალებას აძლევს შეზღუდოს პესტიციდების გამოყენება. ხშირად მწარმოებლები ყიდულობენ სხვადასხვა მომწოდებლისგან ხორბალს, რისგანაც შედარებით დაბალი ხარისხის არაყი იქმნება. თვითონ მწარმოებლები კუთვნილ მინდვრებში მოყვანილი ხორბალი, როგორც წესი, იდეალურია, რადგან ის არყის დასამზადებლად იდეალურ პირობებშია მოყვანილი. წყალი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს არყის საბოლოო ხარისხში.  არაყში დამატებამდე წყლის გაწმენდის სხვადასხვა გზა არსებობს, დაწყებული ნახშირიდან დამთავრებული ფილტრაციის ბოლო ეტაპამდე. მაღალი ხარისხის წყალი ხელს უწყობს უფრო გლუვ არაყს. არყის ხარისხის კიდევ ერთი მაჩვენებელი წარმოშობის ქვეყანაა. არყის გამოხდის ოქროს სტანდარტად რუსეთი და პოლონეთი ითვლება. რუსულ არაყს ჩვეულებრივ აქვს უფრო მეტი შაქარი და ალკოჰოლი, ვიდრე პოლონურს. ,,რუსკი სტანდარტ“ არის რუსული არყის პოპულარული, პრემიუმ ბრენდის შესანიშნავი მაგალითი, რომელიც დამზადებულია ციმბირული ხორბლითა და წყლით სანქტ-პეტერბურგში, ლადოგას ტბიდან. პოლონური არაყი უფრო რბილია ვიდრე რუსული. პირველი ოფიციალური ინფორმაცია პოლონურ არაყზე 1405 წელს ჩნდება და მას იყენებდნენ სამკურნალოდ.  ასევე ბევრი მაღალი ხარისხის არაყი არსებობს, ცნობილია ფინური და ფრანგული არყები. ზოგიერთი არაყი უფრო უკეთესია კოქტეილში შერევისთვის, ვიდრე პირდაპირ დასალევად. კიდევ უამრავი ბრენდის არაყი არსებობს, რომლის დაგემოვნებასაც მოისურვებდით. ახლა კი შეგიძლიათ გაეცნოთ ქართულ ბაზარზე არსებულ სხვადასხვა არყის ბრენდს.   ბელვედერი Belvedere Vodka არის პოლონური ბრენდის ძვირადღირებული არაყი, რომელიც დამზადებულია Dankowskie Gold ჭვავისგან. ეს არის ოთხჯერ გამოხდილი და წარმოუდგენლად გლუვი არაყი. 600 წლიანი პოლონური ტრადიციით შთაგონებული, ბელვედერი ქმნის არყის ისტორიას.  მას აქვს ხასიათისა და სისუფთავის შესანიშნავი ბალანსი და არ შეიცავს არანაირ დანამატებს, შაქარსა და გლიცერინს. ბელვედერში შეზავებულია ბელვედერის, საკუთარი, არტეზიული ჭაბურღილების გაწმენდილი წყალი, რაც ჭვავის ხასიათს ინარჩუნებს მაქსიმალურად. იგი მშვენიერია მარტინიში ან თქვენს საყვარელ კოქტეილში.   აბსოლუტ ელიქს შვედური არყის მწარმოებელი Absolut-ისგან, Absolut Elyx მზადდება სრულიად ბუნებრივი ინგრედიენტებისგან. მისი ყველა დეტალი დახვეწილი და სრულყოფილი. Elyx-ის ასორტიმენტი ულტრა მდიდრულია და ყველა მარცვლეული მიღებულია ერთი წიაღიდან. ელიქსი ხელით იხსნება სპილენძის ნაკადში, რათა შეიქმნას ინტენსიურად გლუვი სპირტი.   გრეი გუსი Grey Goose არის ფრანგული პრემიუმ არაყი, დამზადებული უმაღლესი ხარისხის ხორბლისა და ხელუხლებელი, კირქვით გაფილტრული წყაროს წყლისგან. არომატი წარმოუდგენლად ნათელი, სუფთა და ელეგანტური. ის გთავაზობთ შეუდარებელ სირბილეს და განსაკუთრებულ არომატს, ნუშის დახვეწილი ელფერით.     სმირნოვი Smirnoff დაარსდა რუსეთში 1864 წელს. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი არაყი მისი ადვილად დასალევი და ნეიტრალური გემოს გამო. Smirnoff  არის სამჯერ გამოხდილი და ათჯერ გაფილტრული. მდგრადი გემოს შემცველი არაყი. იგი არის წარმოუდგენლად მრავალმხრივი არაყი და შეიძლება უნაკლოდ შეერწყას ნებისმიერ კოქტეილს. მოკლედ რომ ვთქვათ იდეალური ვარიანტია დასაგემოვნებლად.   Finlandia Finlandia არის ფინეთში წარმოებული არყის ბრენდი. იგი მზადდება ნეიტრალურ სპირტში გამოხდილი ქერისგან ილმაიოკის სოფელ კოსკენკორვაში, რომელსაც მართავს ფინური კორპორაცია Altia. შემდეგ გამოხდილი ალკოჰოლი გადაიგზავნება საწარმოო ქარხანაში ნურმიჯარვის სოფელ რაჯამაკიში, ჰელსინკიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 45 კილომეტრში. Finlandia არაყი გავრცელებულია 135 ქვეყანაში და იგი ასოცირდება ფინეთთან. მას აქვს, მოცვის, ცაცხვის, მანგოს, წითელი კენკრის, ველური კენკრის, გრეიფრუტის, მანდარინისა და შავი მოცხარის  გემოები.   მეტი პროდუქციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.alcoshop.ge/categories/vodka-2
სრულად ნახვა

ალკოჰოლი, როგორც წამალი

მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლს დღეს, უმეტესად ჩვეულებრივ სიამოვნებისთვის სვამენ, საუკუნეების წის, მას იყენებდნენ მისი სამკურნალო თვისებების გამო.  დღესაც ალკოჰოლი ჩვეულებრივ გამოიყენება რელიგიურ რიტუალებში, როგორიცაა ზიარება, რომელშიც იყენებენ სუფთა ღვინოს. ამ ქრისტიანულ საიდუმლოებაში, ითვლება, რომ ღვინო გარდაიქმნება იესო ქრისტეს სისხლად. ბუდიზმში, ბერები არ ეწინააღმდეგებიან ალკოჰოლის დოზირებულად მიღებას. მათი თქმით, იგი გამოიყენება გონების გასასუფთავებლად და შინაგანი დათრგუნვის გამოსასწორებლად. მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა კულტურამ იპოვა ალკოჰოლის გამოყენების განსხვავებული გზები. ზოგიერთი ეს პრაქტიკა გამიზნულია მხოლოდ გასართობად, ზოგი კი სულიერი მიზნებისთვის გამოიყენება. მათ შორის, ყველაზე მეტად გამოიყენება ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.  თუ ვინ და რა სახით იყენებს ალკოჰოლს სამკურნალოდ, ამას სტატიაში უფრო დეტალურად განვიხილავთ.   ქართული საფერავი ალკოჰოლის ერთ-ერთი პირველი მომხმარებელი და მწარმოებელი იყო საქართველო, რომელიც ღვინის სამშობლოდ არის აღიარებული და ქართული ღვინო 8 000 წელზე მეტს ითვლის. საქართველოში უამრავი ყურძნის ჯიშია, თუმცა აღსანიშნავია საფერავის ჯიშის ყურძენი, რომელიც სოფელ ,,ხაშმი“-ს მიკროზონაში მოდის და რომლის ღვინოც, დამტკიცებულია რომ ,,სიმსივნე“ (კიბო)-ს პირველი მტერია და უამრავი ადამიანი იხსნა ამ დაავადებისგან. ქართველი ხალხი, ღვინოს მიიჩნევდა მათ ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროდუქტად. ნებისმიერ დროს თითოეული ქართველისთვის ვენახის მოვლა და დაცვა ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც ოჯახისა და ქვეყნის წინაშე ვალი.   ძველი ჩინეთის ბრინჯის ღვინოები ალკოჰოლის სამკურნალოდ გამოყენება ჩრდილოეთ ჩინეთში 7000-6000 წლების წინ დაიწყო. ითვლებოდა, რომ მათ ბრინჯის ღვინოებს აქვს ჯანმრთელობისთვის სხვადასხვა სარგებელი, თუმცა იგი დამოკიდებულია პაციენტის სქესზე, ასაკსა და მდგომარეობაზე. გარკვეული ჩინური სამედიცინო ლიტერატურა რეკომენდაციას უწევს ალკოჰოლის დალევას, გარკვეული დაავადებების სამკურნალოდ.   ფარაონული, ეგვიპტური ლუდები და ღვინოები შემდეგი უძველესი ჩანაწერი ალკოჰოლის სამკურნალოდ გამოყენების შესახებ თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3400 წლით, ეგვიპტეში. ითვლება, რომ პირველი ლუდსახარში იყო ნეხენში, რომელიც ასევე ცნობილია როგორც იერაკონპოლისი. ძველ ეგვიპტეში ლუდის მოხარშვა ხელოვნებად აღიქმებოდა. ძველ ეგვიპტელებს ლუდი ისე უყვარდათ, რომ მას „სიცოცხლისთვის აუცილებლობად“ თვლიდნენ. ალკოჰოლისადმი ეს სიყვარული კულტურის გარკვეულმა რელიგიურმა რწმენამ გამოიწვია. ოსირისი, ძველი ეგვიპტური სიცოცხლისა და სიკვდილის ღმერთი, ასევე იყო ღვინის ღმერთიც. ალკოჰოლი ჩართული იყო ამ ხალხის ისტორიასა და კულტურაში. ძველი ეგვიპტელები ალკოჰოლს განიხილავდნენ, როგორც წამალს. მაგალითად, ბევრი ეგვიპტელი ამ დროიდან ღვინოს გაახალგაზრდავების წამალად თვლიდა.    
სრულად ნახვა

განსხვავება თეთრსა და შავ რომს შორის

რა განსხვავებაა თეთრსა და შავ რომს შორის? ადამიანებს ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვთ ალკოჰოლთან დაკავშირებით. ზოგიერთი ადამიანი უპირატესობას ანიჭებს მხოლოდ გამჭვირვალე სასმელებს (არაყი, ტეკილა და ა.შ), ზოგს მოსწონს კლასიკური სახით ალკოჰოლის მირთმევა, ზოგი კი მას მხოლოდ მაშინ სვამს, თუ ყინულით, ხილის კოქტეილში იქნება შერეული. მაგრამ რომის მსმელებს შორის საბოლოო გამყოფი არის კითხვა: შავი რომი სჯობს თუ თეთრი? რა განსხვავებაა თეთრსა და შავ რომს შორის? ფერების განსხვავებების გასაგებად ძალიან მარტივი გზა არის ის, რომ თეთრი რომი არ არის დაძველებული, ხოლო შავი რომი დაძველებულია. თუმცა, რომის ზოგიერთ ბრენდს უბრალოდ კარამელს ან საღებავს უმატებენ, რათა შეიცვალოს ფერი. მეორეს მხრივ, ზოგიერთი დაძველებული რომი, რომელიც შავი ფერისაა, შეიძლება გაფილტრული იყოს ნახშირით, ფერის მოსაშორებლად. ასე რომ, რომის ფერი ყოველთვის არ არის იმის მანიშნებელი, დაძველებულია თუ არა იგი. რომის ისტორია რომს დიდი ისტორია აქვს შეერთებულ შტატებსა და კარიბის ზღვის აუზში. ზოგი მას მეკობრეებს უკავშირებს, ზოგი კოლეჯის საგაზაფხულო არდადეგებს, ზოგი აშშ-ს ისტორიას, მაგრამ ყველა მათგანისთვის საერთო ის არის, რომ ეს სასმელი იდეალური ვარიანტია კარგი დროის გასატარებლად. რომი წარმოიშვა 1650-იან წლებში და იგი იყო პირველი ალკოჰოლური სასმელი, რომლის გამოხდაც მოხდა აშშ-ში. სინამდვილეში კი, რომი ერთადერთი ალკოჰოლური სასმელი გახლდათ, რომელიც ხელმისაწვდომი იყო 1900-იან წლებამდე, ჯინისა და არყის გამოჩენამდე. ცნობილი ბრენდები თეთრ რომში Bacardi არის ერთ-ერთი ყველაზე კლასიკური რომი. ეს არის კარგად დამზადებული რომი ხელმისაწვდომ ფასად. ბაკარდი იფილტრება ნახშირის მეშვეობით და შემდეგ ძველდება თეთრ მუხაში. Malibu არის იდეალური ვარიანტი სანაპიროზე დასვენებისას და საზაფხულო არდადეგების დროს. ეს რომი ცნობილია უგემრიელესი ქოქოსის არომატით, რომელსაც ტროპიკებში მივყავართ. დამზადებულია ბარბადოსში. Real McCoy არის კიდევ ერთი შესანიშნავი ბარბადოსული რომი, რომელიც დაძველებულია სამი წლის განმავლობაში. იგი მზადდება მცირე პარტიებით და არის ,,ერთნახადი". ცნობილია როგორც გლუვი რომი, მას აქვს ციტრუსის, ხისა და ყვავილების არომატი. ცნობილი ბრენდები შავ რომში Captain Morgan არის რომის საკულტო ბრენდი. რომის მოყვარულებს მთელ მსოფლიოში უყვართ ნამდვილი მეკობრეების სასმლის დალევა. ეს არის კარიბის ზღვის სანაპიროზე დამზადებული რომი სანელებლების საიდუმლო ნაზავით, ვანილისა და კარამელის ელფერით. Plantation არის რომი ბარბადოსიდან, რომელიც დაძველებულია ხუთი წლის განმავლობაში. იგი გაჟღენთილია  ბანანის, ქოქოსისა და ხმელი ხილის ელფერით, რაც ნამდვილად სასიამოვნო სასმელს ქმნის. alcoshop.ge გთავაზობთ რომის მრავალფეროვან არჩევანს.    
სრულად ნახვა