alco

რა განსხვავებაა თეთრსა და შავ რომს შორის?

ადამიანებს ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვთ ალკოჰოლთან დაკავშირებით. ზოგიერთი ადამიანი უპირატესობას ანიჭებს მხოლოდ გამჭვირვალე სასმელებს (არაყი, ტეკილა და .), ზოგს მოსწონს კლასიკური სახით ალკოჰოლის მირთმევა, ზოგი კი მას მხოლოდ მაშინ სვამს, თუ ყინულით, ხილის კოქტეილში იქნება შერეული. მაგრამ რომის მსმელებს შორის საბოლოო გამყოფი არის კითხვაშავი რომი სჯობს თუ თეთრი?

რა განსხვავებაა თეთრსა და შავ რომს შორის? ფერების განსხვავებების გასაგებად ძალიან მარტივი გზა არის ის, რომ თეთრი რომი არ არის დაძველებული, ხოლო შავ რომი დაძველებულია.

თუმცა, რომის ზოგიერთ ბრენდს უბრალოდ კარამელს ან საღებავს უმატებენ, რათა შეიცვალოს ფერიმეორეს მხრივ, ზოგიერთი დაძველებული რომი, რომელიც შავი ფერისაა, შეიძლება გაფილტრული იყოს ნახშირით, ფერის მოსაშორებლად. ასე რომ, რომის ფერი ყოველთვის არ არის იმის მანიშნებელი, დაძველებულია თუ არა იგი.

რომის ისტორია

რომს დიდი ისტორია აქვს შეერთებულ შტატებსა და კარიბის ზღვის აუზში. ზოგი მას მეკობრეებს უკავშირებს, ზოგი კოლეჯის საგაზაფხულო არდადეგებს, ზოგი აშშ- ისტორიას, მაგრამ ყველა მათგანისთვის საერთო ის არის, რომ ეს სასმელი იდეალური ვარიანტია კარგი დროის გასატარებლად.

რომი წარმოიშვა 1650-იან წლებში და იგი იყო პირველი ალკოჰოლური სასმელი, რომლის გამოხდაც მოხდა აშშ-ში. სინამდვილეში კი, რომი ერთადერთი ალკოჰოლური სასმელი გახლდათ, რომელიც ხელმისაწვდომი იყო 1900-იან წლებამდე, ჯინისა და არყის გამოჩენამდე.

ცნობილი ბრენდები თეთრ რომში

Bacardi არის ერთ-ერთი ყველაზე კლასიკური რომი. ეს არის კარგად დამზადებული რომი ხელმისაწვდომ ფასად. ბაკარდი იფილტრება ნახშირის მეშვეობით და შემდეგ ძველდება თეთრ მუხაში.

Malibu არის იდეალური ვარიანტი სანაპიროზე დასვენებისას და საზაფხულო არდადეგების დროს. ეს რომი ცნობილია უგემრიელესი ქოქოსის არომატით, რომელსაც ტროპიკებში მივყავართ. დამზადებულია ბარბადოსში.

Real McCoy არის კიდევ ერთი შესანიშნავი ბარბადოსული რომი, რომელიც დაძველებულია სამი წლის განმავლობაში. იგი მზადდება მცირე პარტიებით და არის ,,ერთნახადი". ცნობილია როგორც გლუვი რომი, მას აქვს ციტრუსის, ხისა და ყვავილების არომატი.

ცნობილი ბრენდები შავ რომში

Captain Morgan არის რომის საკულტო ბრენდი. რომის მოყვარულებს მთელ მსოფლიოში უყვართ ნამდვილი მეკობრეების სასმლის დალევა. ეს არის კარიბის ზღვის სანაპიროზე დამზადებული რომი სანელებლების საიდუმლო ნაზავით, ვანილისა და კარამელის ელფერით.

Plantation არის რომი ბარბადოსიდან, რომელიც დაძველებულია ხუთი წლის განმავლობაში. იგი გაჟღენთილია  ბანანის, ქოქოსისა და ხმელი ხილის ელფერით, რაც ნამდვილად სასიამოვნო სასმელს ქმნის.

alcoshop.ge გთავაზობთ რომის მრავალფეროვან არჩევანს.

 

 

სტატიის ავტორი , 2022-06-13