უკან
    თელიანი ველი - ტვიში

    0,75 ლიტრი

    თეთრი ნახევრად ტკბილი, 11,5%

    15.50
    რაოდენობა
    +

      სასურველ სიაში დამატება


    პროდუქტის შესახებ

    ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო “ტვიში” დამზადებულია ლეჩხუმში, ტვიშის მევენახეობის სპეციფიკურ ზონაში გაშენებული ცოლიკოურის ჯიშის რჩეული ყურძნისაგან. იგი ხასიათდება ღია ქარვისფერი შეფერილობით, ნაზი, დახვეწილი გემოთი და ხილის არომატით.

    “თელიანი ველი” დაარსდა 1997 წელს “თელიანის სამარკო ღვინოების მარნის” ბაზაზე, რომელიც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში აშენდა წინანდალში თელიანის ვენახების მახლობლად. განსაკუთრებული ნიადაგისა და მიკროკლიმატის გამო წინანდალი მუდამ ქართული მეღვინეობის ცენტრს წარმოადგენდა. ალბათ, სწორედ ამიტომ 1886-1887 წლებში ამ ტერიტორიაზე, ძველი მარნისა და თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ღვინის ქარხნის ადგილზე, რუსეთის იმპერატორის ძმის, მიხეილ რომანოვის, განკარგულებით აშენდა 2 სართულიანი, 150 ათას “ვედროიანი” ღვინის სარდაფი. 1891 წელს ამ ღვინის სარდაფში მოიწვიეს ფრანგი მეღვინე მოსსანო ბორდოდან.

     

    0
    (5 ★)
    (4 ★)
    (3 ★)
    (2 ★)
    (1 ★)

    შეაფასეთ პროდუქტი



       

    გაუზიარე მეგობრებს