უკან
    თელიანი ველი - წინანდალი (მუხაში დაძველება)

    0,75 ლიტრი

    თეთრი მშრალი, 12,5%

    11.00
    რაოდენობა
    +

      სასურველ სიაში დამატება


    პროდუქტის შესახებ

    წინანდალი დაძველებული მუხის კასრში თეთრი მშრალი ღვინო “წინანდალი მუხაში” დამზადებულია ხელით შერჩეული ძველი და დაბალმოსავლიანი ვენახებიდან მოკრეფილი რქაწითელის ყურძნის ჯიშისაგან. იგი ხასიათდება ციტრუსების, თეთრი ატმის არომატით, ტროპიკული ხილის და ფრანგული მუხის სასიამოვნო დაგემოვნებით. ღვინო დავარგებულია ფრანგული მუხის კასრებში ცხრა თვის განმავლობაში.

    “თელიანი ველი” დაარსდა 1997 წელს “თელიანის სამარკო ღვინოების მარნის” ბაზაზე, რომელიც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში აშენდა წინანდალში თელიანის ვენახების მახლობლად. განსაკუთრებული ნიადაგისა და მიკროკლიმატის გამო წინანდალი მუდამ ქართული მეღვინეობის ცენტრს წარმოადგენდა. ალბათ, სწორედ ამიტომ 1886-1887 წლებში ამ ტერიტორიაზე, ძველი მარნისა და თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ღვინის ქარხნის ადგილზე, რუსეთის იმპერატორის ძმის, მიხეილ რომანოვის, განკარგულებით აშენდა 2 სართულიანი, 150 ათას “ვედროიანი” ღვინის სარდაფი. 1891 წელს ამ ღვინის სარდაფში მოიწვიეს ფრანგი მეღვინე მოსსანო ბორდოდან.

    0
    (5 ★)
    (4 ★)
    (3 ★)
    (2 ★)
    (1 ★)

    შეაფასეთ პროდუქტი



       

    გაუზიარე მეგობრებს