უკან
    თელიანი ველი - საფერავი

    0,75 ლიტრი

    წითელი მშრალი, 11,5%

    12.00
    რაოდენობა
    +

      სასურველ სიაში დამატება


    პროდუქტის შესახებ

    სუფრის წითელი მშრალი ღვინო “საფერავი” დამზადებულია კახეთში გაშენებული საფერავის ჯიშის რჩეული ყურძნისაგან. იგი ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერილობით, გამოირჩევა ექსტრაქტულობით, ჰარმონიული გემოთი და სასიამოვნო სიმწკლარტით.

    “თელიანი ველი” დაარსდა 1997 წელს “თელიანის სამარკო ღვინოების მარნის” ბაზაზე, რომელიც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში აშენდა წინანდალში თელიანის ვენახების მახლობლად. განსაკუთრებული ნიადაგისა და მიკროკლიმატის გამო წინანდალი მუდამ ქართული მეღვინეობის ცენტრს წარმოადგენდა. ალბათ, სწორედ ამიტომ 1886-1887 წლებში ამ ტერიტორიაზე, ძველი მარნისა და თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ღვინის ქარხნის ადგილზე, რუსეთის იმპერატორის ძმის, მიხეილ რომანოვის, განკარგულებით აშენდა 2 სართულიანი, 150 ათას “ვედროიანი” ღვინის სარდაფი. 1891 წელს ამ ღვინის სარდაფში მოიწვიეს ფრანგი მეღვინე მოსსანო ბორდოდან.

     

    0
    (5 ★)
    (4 ★)
    (3 ★)
    (2 ★)
    (1 ★)

    შეაფასეთ პროდუქტი



       

    გაუზიარე მეგობრებს