უკან
    თელიანი ველი - მუკუზანი

    0,75 ლიტრი

    წითელი მშრალი, 13%

    18.00
    რაოდენობა
    +

      სასურველ სიაში დამატება


    პროდუქტის შესახებ

    წითელი მშრალი ადგილწარმოშობის დასახელების  ღვინო დამზადებული კახეთის რეგიონში,  მუკუზანის მიკროზონაში მოყვანილი საფერავის ჯიშის ყურძნისგან. მუქი ლალისფერი შეფერილობის სასმელი გამოირჩევა ჯიშური დამახასიათებელი შავი მოცხარისა და წითელი ხილის  ჩირის არომატებით. ხავერდოვანი, სრული, სხეულიანი ღვინო, დაბალანსებული ხანგრძლივი დაბოლოვებით. შეგიძლიათ მიირთვათ ხორცთან, ყველთან და ბოსტნეულთან.

    “თელიანი ველი” დაარსდა 1997 წელს “თელიანის სამარკო ღვინოების მარნის” ბაზაზე, რომელიც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში აშენდა წინანდალში თელიანის ვენახების მახლობლად. განსაკუთრებული ნიადაგისა და მიკროკლიმატის გამო წინანდალი მუდამ ქართული მეღვინეობის ცენტრს წარმოადგენდა. ალბათ, სწორედ ამიტომ 1886-1887 წლებში ამ ტერიტორიაზე, ძველი მარნისა და თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ღვინის ქარხნის ადგილზე, რუსეთის იმპერატორის ძმის, მიხეილ რომანოვის, განკარგულებით აშენდა 2 სართულიანი, 150 ათას “ვედროიანი” ღვინის სარდაფი. 1891 წელს ამ ღვინის სარდაფში მოიწვიეს ფრანგი მეღვინე მოსსანო ბორდოდან.

     
    0
    (5 ★)
    (4 ★)
    (3 ★)
    (2 ★)
    (1 ★)

    შეაფასეთ პროდუქტი



       

    გაუზიარე მეგობრებს