უკან
    თელიანი ველი - გლეხური კისისხევის საფერავი

    0,75 ლიტრი

    წითელი მშრალი, 13,5% , ქვევრის

    13.00
    რაოდენობა
    +

      სასურველ სიაში დამატება


    პროდუქტის შესახებ

    ეს საფერავი სოფელ კისისხევში, "თელიანი ველის" საკუთრებაში არსებული ვენახიდანაა მოწეული. ჩამუქებული ალუბლის ფერი ღვინო, პირველი დაყნოსვისთანავე ჩაგკარგავს ახლად ამოსულ ბალახის ქლიავის ჩირის თუ მწიფე მაყვლის არომატებში. სასიამოვნოდ ცინცხალი ღვინოა, დიდხანს მოგყვება მისი მსუსხავი ტანინებით. ახალგაზრდული, მოუსვენარი საფერავი შესანიშნავი მეწყვილე იქნება ცვრიან მწვადთან, ხბოს ჩაშუშულთან და გუდის ყველთან.
    “თელიანი ველი” დაარსდა 1997 წელს “თელიანის სამარკო ღვინოების მარნის” ბაზაზე, რომელიც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში აშენდა წინანდალში თელიანის ვენახების მახლობლად. განსაკუთრებული ნიადაგისა და მიკროკლიმატის გამო წინანდალი მუდამ ქართული მეღვინეობის ცენტრს წარმოადგენდა. ალბათ, სწორედ ამიტომ 1886-1887 წლებში ამ ტერიტორიაზე, ძველი მარნისა და თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ღვინის ქარხნის ადგილზე, რუსეთის იმპერატორის ძმის, მიხეილ რომანოვის, განკარგულებით აშენდა 2 სართულიანი, 150 ათას “ვედროიანი” ღვინის სარდაფი. 1891 წელს ამ ღვინის სარდაფში მოიწვიეს ფრანგი მეღვინე მოსსანო ბორდოდან.

    0
    (5 ★)
    (4 ★)
    (3 ★)
    (2 ★)
    (1 ★)

    შეაფასეთ პროდუქტი



       

    გაუზიარე მეგობრებს