უკან
    თელიანი ველი - გლეხური ხაშმის საფერავი

    0,75 ლიტრი

    წითელი მშრალი, 12,5%

    17.50
    რაოდენობა
    +

      სასურველ სიაში დამატება


    პროდუქტის შესახებ

    ამბობენ, სტუმრად მისულს ხაშმის საფერავს თუ გამოგიტანენ "ფეხზე დადექ და გული დადე დალოცვისასო"… ლეგენდებით სავსე ღვინო მარცვალ-მარცვალ, წვეთ-წვეთად მოგროვდა, დავარგდა მუხის კასრში და ჩამოისხა ბოთლებში. ეს ხაშმური საფერავი მუქი ალუბლისფერია, მუხის მძლავრი პირველი სურნელებით, რომელსაც თანდათანობით გამოეყოფა მწიფე ქლიავის, შავი კუნელისა და მსუბუქი პილპილის ტონები. ღვინო მუხასავით მდგრადი და ძლიერია, სავსე ტანინებით. მიაყოლეთ მსუყე ხორცის კერძებს, გრილზე შემწვარ ან შებოლილ ხორცს – ლორს, ძეხვეულს.

    “თელიანი ველი” დაარსდა 1997 წელს “თელიანის სამარკო ღვინოების მარნის” ბაზაზე, რომელიც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში აშენდა წინანდალში თელიანის ვენახების მახლობლად. განსაკუთრებული ნიადაგისა და მიკროკლიმატის გამო წინანდალი მუდამ ქართული მეღვინეობის ცენტრს წარმოადგენდა. ალბათ, სწორედ ამიტომ 1886-1887 წლებში ამ ტერიტორიაზე, ძველი მარნისა და თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ღვინის ქარხნის ადგილზე, რუსეთის იმპერატორის ძმის, მიხეილ რომანოვის, განკარგულებით აშენდა 2 სართულიანი, 150 ათას “ვედროიანი” ღვინის სარდაფი. 1891 წელს ამ ღვინის სარდაფში მოიწვიეს ფრანგი მეღვინე მოსსანო ბორდოდან.

     
    0
    (5 ★)
    (4 ★)
    (3 ★)
    (2 ★)
    (1 ★)

    შეაფასეთ პროდუქტი



       

    გაუზიარე მეგობრებს