უკან
    თელიანი ველი - გლეხური რქაწითელი ქვევრი

    0,75 ლიტრი

    13%, თეთრი მშრალი

    15.00
    რაოდენობა
    +

      სასურველ სიაში დამატება


    პროდუქტის შესახებ

    ალაზნის ველზე, ალავერდის მონასტრის მიდამოებში გაშენებულ ვენახშიამოწეული. ეს რქაწითელი  მამაპაპური ქართული წესით, ქვევრებშია დაყენებული. ქვევრში ღვინო ყოვნდება ჭაჭაზე და კლერტზე (7-8 თვის განმავლობაში) აპრილის შუა  რიცხვებამდე. ქვევრის მოხდის და ღვინის ჭაჭიდან მოხსნის შემდეგ იგი ისხმება ბოთლებში, ისვენებს და მხოლოდ ნოემბრის დასაწყისში გამოდის გასაყიდად. ქვევრი ღვინოს არ ამადლის მრავალფეროვან, მჩქეფარე არომატს და გემოს. ღვინო ქარვის ფერისაა და საკმაოდ სხეულიანი. პირველივე ჩასუნთქვისას უმთავრესად ტკბილ სუნელებს ამოიცნობთ, რომელმაც შეიძლება სააღდგომო პასკაც გაგახსენოთ თავისი არომატით. ამ მადლიანი ღვინისსურნელი დიდხანს მოგყვება და გავსებს. გემოზე კარგად იგრძნობა რბილი ტანინები და რაც მთავარია, ღვინოს დაბოლოებაც ხანგრძლივი აქვს.  მიაყოლეთ ნიგვზიან კერძებს, ხბოს მწვადს, ხაშლამას და გუდის ყველს.
    “თელიანი ველი” დაარსდა 1997 წელს “თელიანის სამარკო ღვინოების მარნის” ბაზაზე, რომელიც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში აშენდა წინანდალში თელიანის ვენახების მახლობლად. განსაკუთრებული ნიადაგისა და მიკროკლიმატის გამო წინანდალი მუდამ ქართული მეღვინეობის ცენტრს წარმოადგენდა. ალბათ, სწორედ ამიტომ 1886-1887 წლებში ამ ტერიტორიაზე, ძველი მარნისა და თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ღვინის ქარხნის ადგილზე, რუსეთის იმპერატორის ძმის, მიხეილ რომანოვის, განკარგულებით აშენდა 2 სართულიანი, 150 ათას “ვედროიანი” ღვინის სარდაფი. 1891 წელს ამ ღვინის სარდაფში მოიწვიეს ფრანგი მეღვინე მოსსანო ბორდოდან.

     
    0
    (5 ★)
    (4 ★)
    (3 ★)
    (2 ★)
    (1 ★)

    შეაფასეთ პროდუქტი



       

    გაუზიარე მეგობრებს