უკან
ბაკარდი გოლდ

1 ლიტრი

40%

46.00
რაოდენობა
+

  სასურველ სიაში დამატება


პროდუქტის შესახებ

ოქროსფერი ბაკარდი , მინიმუმ 2 წლიანი დაძველებით, გამოიყენება როგორ აპეტაიზერი (საკვების მიღებამდე). მისი მირთმევა შეიძლება როგორც სუფთა მდგომარეობაში, ასევე მისი შერევა კოლასთან ან წვენთან, თუმცა წვენთან უკეთეს და სასიამოვნო ბუკეტის გემოს ტოვებს (საუკეთესო წვენი შესარევად ითვლება: ლიმნის წვენი, ქოქოსის რძე და გრენადინის სიროფი) ან თუნდაც უბრალოდ მიაყოლეთ ხილი.

იგი გაჯერებულია ვანილის და ირისის არომატით, ფონად კი დაჰყვება გამომწვარი მუხის გემო.


ისტორია კუბაზე, XIX საუკუნის პირველ ნახევარში იწყება. ღვინით მოვაჭრე დონ ფაკუნდო ბაკარდი ესპანეთის პროვინცია კატალონიიდან შესანიშნავ კოლონიურ ქალაქში, სანტიაგო დე კუბაში გადავიდა საცხოვრებლად. ამ დროს რომი მწველი, უხეში და დაუმუშავებელი სასმელი იყო. სწორედ ამ თვისებების გამო შეიყვარეს ის თავის დროზე კარიბის ზღვის მეკობრეებმა. მას მაღალი წრის საზოგადოება არ სვამდა და მიუღებელი იყო მათ მიღებებზე მისი მორთმევა. დონ ფაკუნდომ გადაწყვიტა შეექმნა "ცივილიზებული" რომი და მთელს თავისუფალ დროს ექსპერიმენტებს ახმარდა.

BACARDI ჭეშმარიტად პოპულარული მაშინ ხდება, როდესაც ცნობა BACARDI-სა და COCA-COLA-ს უნიკალური ნაზავის შესახებ მთელ კუნძულს მოედება. ეს მოხდა გასული ასწლეულის ბოლოს, იმ დროს, როცა კუბა თავისუფლებისთვის ებრძოდა ესპანელ კოლონიზატორებს. აშშ-მ საკუთარი ჯარები ჩამოსხა კუბაზე, რათა დახმარებოდა მათ თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

ბაკარდის ყველა რომი კარიბის მცხუნვარე მზის ქვეშ ძველდება და ამ 130 წლის მანძილზე ეს პროცესი ნამდვილ ხელოვნებად იქცა.
ბაკარდის კასრებისთვის დასამზადებლად მხოლოდ თეთრი ამერიკული მუხა გამოიყენება. ყველა კასრი ხელით მზადდება, შემდეგ საჭიროა მათი შიგნიდან გამოწვა. ეს კი ბაკარდის რომებს განუმეორებელ გემოს სძენს. 

ვიდეო

0
(5 ★)
(4 ★)
(3 ★)
(2 ★)
(1 ★)

შეაფასეთ პროდუქტი



   

გაუზიარე მეგობრებს