უკან
ბაკარდი კარტა ბლანკა

1 ლიტრი

37,5%

51.00
რაოდენობა
+

  სასურველ სიაში დამატება


პროდუქტის შესახებ

რომი ბაკარდი კარტა ბლანკა მსოფლიოში ყვველაზე ცნობადი რომია. იგი სასიცოცხლო, კომუკაბელური, ხარისხიანი, მგრძნოებიარე და ვნებიანი სასმელია. ბაკარდი ორიგინალობის და ხარისხის მაგალითია. ლოგო ღამურა გამოიყენება 1862 წლიდან. მისი ლათინო-კარიბული ხასიათი, შეხედულებას შეაცვლევინებს ყველაზე გულგრილ მომხმარებელსაც.თეთრი რომი, ბაკარდი კარტა ბლანკა გამოიხდება პატარა ამერიკული მუხის კასრებში დაახლოებით 1 წლის განმავლობაში. შემდეგ იგი ხის ნახშირის მეშვეობით იფილტრება, რათა საბოლოოდ მიიღოს მაქსიმალური გამჭირვალობა და სირბილე.რომ ბაკარდი კარტა ბლანკას გააჩნია კრისტალურად სუფთა ფერი, სასიამოვნო და რბილი, ცოტა მშრალი ვანილის ელფერი, ნუშის და ტრპპიკული ხილის გემო.

 სასმელი იდეალურად შეეფერება კლასიკურ კოქტეილებს, როგორიც არის: დაიკირი, კუბა ლიბრე,მოხიტო და პინა კოლადა.


ისტორია კუბაზე, XIX საუკუნის პირველ ნახევარში იწყება. ღვინით მოვაჭრე დონ ფაკუნდო ბაკარდი ესპანეთის პროვინცია კატალონიიდან შესანიშნავ კოლონიურ ქალაქში, სანტიაგო დე კუბაში გადავიდა საცხოვრებლად. ამ დროს რომი მწველი, უხეში და დაუმუშავებელი სასმელი იყო. სწორედ ამ თვისებების გამო შეიყვარეს ის თავის დროზე კარიბის ზღვის მეკობრეებმა. მას მაღალი წრის საზოგადოება არ სვამდა და მიუღებელი იყო მათ მიღებებზე მისი მორთმევა. დონ ფაკუნდომ გადაწყვიტა შეექმნა "ცივილიზებული" რომი და მთელს თავისუფალ დროს ექსპერიმენტებს ახმარდა.

BACARDI ჭეშმარიტად პოპულარული მაშინ ხდება, როდესაც ცნობა BACARDI-სა და COCA-COLA-ს უნიკალური ნაზავის შესახებ მთელ კუნძულს მოედება. ეს მოხდა გასული ასწლეულის ბოლოს, იმ დროს, როცა კუბა თავისუფლებისთვის ებრძოდა ესპანელ კოლონიზატორებს. აშშ-მ საკუთარი ჯარები ჩამოსხა კუბაზე, რათა დახმარებოდა მათ თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

ბაკარდის ყველა რომი კარიბის მცხუნვარე მზის ქვეშ ძველდება და ამ 130 წლის მანძილზე ეს პროცესი ნამდვილ ხელოვნებად იქცა.
ბაკარდის კასრებისთვის დასამზადებლად მხოლოდ თეთრი ამერიკული მუხა გამოიყენება. ყველა კასრი ხელით მზადდება, შემდეგ საჭიროა მათი შიგნიდან გამოწვა. ეს კი ბაკარდის რომებს განუმეორებელ გემოს სძენს.  

ვიდეო

5
3 (5 ★)
0 (4 ★)
0 (3 ★)
0 (2 ★)
0 (1 ★)

შეაფასეთ პროდუქტი



   

გაუზიარე მეგობრებს