უკან
აპეროლი

1 ლიტრი

11%

58.00 53.00
რაოდენობა
+

  სასურველ სიაში დამატება


პროდუქტის შესახებ

აპეროლი - (იტალ. Aperol) იტალიური აპერიტივია. მოწითალო-მონარინჯისფრო, მომწარო გემოს მქონე სასმელია. მასში იგრძნობა ფორთოხლის, ბალახეულობისა და არომატული საკმაზების ტონები. 

    აპეროლის შემადგენლობაში შედის 30 ნატურალური კომპონენტი. მის მოსამზადებალად გამოიყენება ფორთოხალი, ოროვანდი, ქინის ხის ნაყოფი და ბალახები რომლებიც იტალიის ჩრდილოეთით, პიემონტის მიდამოებშია გავრცელებული. სასმელის სიმაგრე შედგენს 11%. 
სან ფრანცისკოში (San Francisco World Spirits Competition 2012) აპეროლი დასახელდა „საუკეთესო აპერიტივად“ და მიიღო ოქროს მედალი. 

აპეროლის სახელწოდებაშივე არის მითითებული მისი მიღების წესი - „აპერტიტივისგან“ წარმოებული, როგორც ყველა აპერიტივი წინ უნდა უსწრებდეს საკვების მიღებას, რათა მოხდეს მადის გაღვიძება და გაძლიერდეს კერძის გასრტონომიული და გემოვნური თვისებების შეგრძნება. 

აპეროლი გახლავთ ასევე ევროპაში პოპულარული კოქტეილის „აპეროლ-შპიცის“ ძირითადი შემადგენელი ნაწილი. ეს კოქტეილი შედგება თეთრი მშრალი ღვინის („პროსეკოს“ ტიპის), აპეროლის და მინერალური წყლის ან ციტრუსის არომატის მქონე („ფანტა“ დან „სპრაიტი“) გაზირებული სასმელის კომბინაციისაგან. ჭიქას რთავენ ფორთოხლით, გრეიფრუტით და ზეთისხილით. 

აპეროლი ალკოჰოლის დაბალი შემველობით პირველად 1919 წელს გამოუშვა საოჯახო კომპანიამ „ბარბიერი“, რომელიც ქალაქ პადუაში მდებარეობდა. თუმცა მისი პოპულარობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იწყება. ვენეციურ კოქტეილ „შპიცში“ მისი ჩამატების შემდეგ სასმელმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. 2004 წელს Aperol მიუერთდა Campari Group და გახდა #1 ბრენდი. მისი გაყიდვები შეადგენს დაახლოებით 20 000 000 ლიტრს წელიწადში. 

ვიდეო

5
3 (5 ★)
0 (4 ★)
0 (3 ★)
0 (2 ★)
0 (1 ★)

შეაფასეთ პროდუქტი



   

გაუზიარე მეგობრებს