უკან
    ალაფიანის მარანი - თავკვერი

    0,75 ლიტრი

    წითელი მშრალი

    45.00
    რაოდენობა
    +

      სასურველ სიაში დამატება


    პროდუქტის შესახებ

    მეღვინეობა “ალაფიანი„ დაფუძნდა 2014 წელს, თუმცა კომპანიად ჩამოყალიბებამდე მის დამფუძნებლებს გააჩნდათ ღვინის ქვევრებში დაყენების 20 წლიანი გამოცდილება.
    2010 -11 წლებში მარანში ჩაიყარა ახალი ქვევრები, შეძენილ იქნა მცირე ვენახი დაახლოებით (1ჰა.) რომელზედაც გაშენებულია 60% თეთრი (რქაწითელი და მწვანე კახური) და 40% საფერავის ჯიშის ყურძენი. ვენახი ალაფიანი მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში -ალაფიანის ცნობილ ზვრებში, ზღვის დონიდან დაახლოებით 550 მეტრზე (ალუვიური კარბონატული, ხირხატიანი ნიადაგები), კომპანიის სახელიც სწორედ ამ ტოპომინიდან მომდინარეობს.
    აგრეთვე მეღვინეობა ალაფიანის განკარგულებაშია ვენახი ქართლის ზონაში, კერძოდ კასპის რაიონის სოფელ ოკამთან, სადაც მოყავთ ისეთი ენდემური წითელი საღვინე ყურძნის ჯიშები, როგორიცაა თავკვერი და შავკაპიტო.
    აღსანიშნავია ის ფაქტორი, რომ ამ ზვრებში უკვე 4 წელია ვაზის შესაწამლად არ გამოიყენება ე.წ. სისტემური პრეპარატები (ქიმიკატები). წამლობები ხორციელდება მხოლოდ კონტაქტური ბიო პრეპარატებით და ფუნგიციდებით. არ გამოიყენება არანაირი ქიმიური სასუქები (აზოტოვანი და ფოსფორის შემცველი) და ნიადაგის ორგანულ ბიოლოგიური სტრუქტურის აღდგენა-გამდიდრებისთვის გამოიყენება, მხოლოდ ბიოჰუმუსი. ასევე არ გამოიყენება სარეველების მოსასპობად ჰერბიციდები, ვენახი იხვნება ცხენით, ბალახი ითიბება და რჩება ვენახშივე - ბიო კომპოსტის დანიშნულებით, ვენახი არ ირწყვება.
    2014 წელს საერთაშორისო მასერთიფიცირებელი ორგანოს მიერ ვენახს ჩაუტარდა ინსპექტირებები. 2015 წლის ანალოგიური ინსპექტირებების საფუძველზე, 2016 წლიდან კომპანიას მიენიჭა საერთაშორისო ბიო სერთიფიკატი. 

    5
    4 (5 ★)
    0 (4 ★)
    0 (3 ★)
    0 (2 ★)
    0 (1 ★)

    შეაფასეთ პროდუქტი



       

    გაუზიარე მეგობრებს