alco

ჯინი ბიფიტერი ფინქ 0.7 ლიტრი


ჯინი ინგლისსა და მის კოლონიებთან ასოცირდება. თუმცა, მისი ისტორია ჰოლანდიაში, XVII საუკუნეში დაიწყო. ჯინი დოქტორ ფრანცისკუს დე ლა ბოიმ გამოიგონა 1650 წელს. ის ლეიდენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი იყო და საზოგადოება დოქტორ სილვიუსად უფრო იცნობდა. სხვა ალკოჰოლური სასმელების მსგავსად, ჯინის გამოგონებაც სამედიცინო მიზნებს უკავშირდება. დოქტორ სილვიუსი ცდილობდა, გამოეგონებინა თირკმელების დაავადებების სამკურნალო იაფი, მაგრამ ეფექტური შარდმდენი საშუალება. მან შარდმდენი თვისების მქონე ორი კომპონენტი, ღვიის ზეთი და მარცვლეულის სპირტი შეაზავა. გამოგონებას დოქტორმა "ჯენევერი" უწოდა, რაც ფრანგულად ღვიას ნიშნავს. რეცეპტი რევოლუციური იყო არა იმიტომ, რომ მასში ღვიის ზეთი გამოიყენებოდა (ღვია იქამდეც ხშირად იხმარებოდა სხვადასხვა სასმელში), არამედ იმიტომ, რომ მისი კომპონენტი მარცვლეულის სპირტი გახლდათ. დოქტორ სილვიუსამდე სასმელები ყურძნის ან სხვა ხილისგან მზადდებოდა.
ბიფიტერი ერთ-ერთი განსაკუთრებული ჯინია, რომელიც ლონდონში ჩამოისხმება დღემდე.